სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები გამოავლინეს
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მოკლემეტრაჟიანი კონკურსის ჟიურის წევრებმა ვიმ ვანაკერმა, გელა ბაბლუანმა და სამეჰ ალამ სამი საუკეთესო ფილმი შეარჩიეს.
საუკეთესო ფილმისთვის ქალღმერთ დალის ჯილდო გადაეცა ფილმს „ბესტია“, რეჟ: უგო კოვარუბიასი (15 წთ/ 2021/ ჩილე).
ქალღმერთ დალის ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის დაიმსახურა კიმ ტორესის ფილმმა „ღამის ნათება“ (14 წთ/ 2022/ კოსტა რიკა);
ქალღმერთ დალის ჯილდო, საუკეთესო სამსახიობო ანსაბლისთვის გადაეცა სანდრო სულაძის ფილმს – „გუშაგები” (საქართველო).
ასევე, ფესტივალზე გამოვლინდა კრიტიკის რჩეული ფილმები.
კრიტიკის ჯილდო წილად ხვდა ორ ფილმს, ესენია:
„სიტყვების ნაკადი”, რეჟ: ელიანე ისტერი (22წთ/ 2021წ/ ნიდერლანდები) და „გუშაგები”, რეჟ: სანდრო სულაძე (2021/ საქართველო);
ჟიურის წევრები იყვნენ: კარმენ გრეი და ნინო მხეიძე.
ასევე, საუკეთესო პრეზენტაციის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს ჟიურის წევრებმა: მარტინა ბლეისმა, ლევან კოღუაშვილმა და ედვინას პუშკამ.
საუკეთესო პრეზენტაცია – „ბედის მწერლები”, ავტორი: სალომე ვეფხვაძე;
მეორე ადგილი მიიღო პროექტმა „ის”, ავტორი – გაბრიელ რაზმაძე.
აღნიშნული პრეზენტაციის ავტორებს გადაეცემათ კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები.
საუკეთესო ქალი რეჟისორის ნომინაცია მიიღო ანა კვიჭიძემ პროექტისთვის „მკვდრების ზღვა”, რომელსაც გადაეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიზი – 5000 ლარი.