გორში ლიტერატურული კონკურსის – „მაჩაბელის” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
22 ივლისს, 17:00 საათზე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში ფინალისტებიდან გამოვლინდებიან.
ნომინაცია „საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი“
ფინალისტები:
ია ხასაია – „101 თარგმანი“ / გამომცემლობა „კალმოსანი“;
ნანა ტონია – ევრიპიდე “მავედრებელი ქალები” / გამომცემლობა ,,ლოგოსი”;
მაია ტურაბელიძე – ,,ლამაზი ანტონიო“ / გამომცემლობა „საგა“.
ნომინაცია „საუკეთესო კრიტიკული, ესეისტური, პუბლიცისტური კრებული“
ფინალისტები:
მამუკა ხანთაძე – ,,წიგნის ისტორია“ / გამომცემლობა ,,აზრი“;
თამარ იაშვილი – „თამაში წესების გარეშე” / გამომცემლობა ,, კაბადონი +“;
პაატა გერგაია – ,„ფიქრები ჩემია ანუ ვაშლის ხეზე დაკიდებული ცოდვა” / გამომცემლობა ,,ნეკერი“.
ნომინაცია ,,საუკეთესო პოეტური ციკლი / კრებული“
ფინალისტები:
ეთერ თათარაიძე – ,,ალალ იყვიდ, უშუროჲ“ / „უნივერსალი“;
გიორგი ხარაიშვილი – ლექსების ციკლი / ,,პირველი სხივი“;
თათია მთვარელიძე – ,,შობის წიგნი“ / ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო.