დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხის განხილვა გადაიდო
კუდის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხის განხილვა 6 ოქტომბრამდე გადაიდო. საბერძნეთის სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ დოკუმენტაციის შესწავლა მოითხოვა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რამდენიმე თვის წინ საბერძნეთში დააკავეს. ახალაიას, გირაოს სახით, 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის გირგვლიანის და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები.