აჭარაში მეხის ჩამოვარდნის შედეგად სამი არასრულწლოვანი გოგონა დაშავდა

   გუშინ აჭარის მაღალმთიანეთში, კერძოდ კი კურორტ ბეშუმში მეხის ჩამოვარდნის შედეგად სამი არასრულწლოვანი გოგონა დაშავდა. შემთხვევა საღამოს მოხდა. ჭექა-ქუხილის დროს ტრანსფორმატორის სიახლოვეს მეხი ჩამოვარდა, რომლის დროსაც ტერიტორიის მიმდებარედ მყოფი 17 წლამდე ასაკის გოგონები დაზიანდნენ. ერთ მათგანს კიდურების პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს. ხოლო ორმა მათგანმა მცირე დაზიანებები მიიღო. დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გუშინვე გაეწიათ და სახლში გაეწერნენ. მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები