ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და დიმიტრი სამხარაძე რეგიონულ შეხვედრებს იწყებენ

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე რეგიონულ შეხვედრებს იწყებენ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, 18 ივლისს შეხვედრა გაიმართება ბათუმში, 19 ივლისს ქობულეთში, 20 ივლისს ამბროლაურში.

მათივე ცნობით, პარტიის ხელმძღვანელები აჭარის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის  მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და პარტიის ადგილობრივ ლიდერებს შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები