ბექა ოდიშარია: ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა გაიზიარა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია პრეზიდენტის მიერ მიწვეული რიგგარეშე სესიის საკითხს გამოეხმაურა.

„პარლამენტი ნამდვილად არ ისვენებს. ზაფხულის პერიოდში, სამუშაო პროცესს თუ დავაკვირდებით, ჯგუფები შექმნილია. იცით, რომ მომდევნო კვირაშიცაა ჩანიშნული კომიტეტებთან არსებული რამდენიმე სამუშაო ჯგუფი. რაც შეეხება რიგგარეშე სესიას – გაუგებარია, რაზე უნდა ვიმსჯელოთ. ოპოზიციას რომ ჰკითხოთ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უნდა ვიმსჯელოთ, რომლებიც პირველი მოსმენით მივიღეთ, თუმცა ისინი 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილი არ არიან. ვწუხვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა გაიზიარა, რომელიც ბუნებაში არაფერს არ ემსახურება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მოლაპარაკე თავი ხელოვნურად ვასაზრდოოთ, რისთვისაც ჩვენ ნამდვილად არ ვართ განწყობილნი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები