გურამ მაჭარაშვილი: კომიტეტები ჩვეულებრივ, ახლაც მუშაობენ და მეტიც, ამ კომიტეტებზე საპარლამენტო ოპოზიცია არ დადის

„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ არაერთხელ ავხსენით, თუ რატომ არ იყო საჭირო რიგგარეშე სესიის მოწვევა. პირველი არის ის, რომ ვერცერთი საკითხი ვერ გავა სესიაზე, თუ კომიტეტზე არ განიხილება”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში კომიტეტები ახლაც მუშაობენ, თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია არ დადის.

“ჩვენ ვნახეთ, რომ დღის წესრიგში რა საკითხებიცაა, მათგან კომიტეტზე არცერთი არ არის განხილული. რადიკალური ოპოზიციის მეორე არგუმენტი, რომ 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, არც ის საკითხებია დღის წესრიგში, რომლებიც 12 რეკომენდაციაშია ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ დადებული. ამავდროულად, ჩვენ კომიტეტის სხდომებს ვატარებთ, რიგგარეშე სესია კომიტეტების მუშაობასთან კავშირში არაა, კომიტეტები ჩვეულებრივ, ახლაც მუშაობენ და მეტიც, ამ კომიტეტებზე საპარლამენტო ოპოზიცია არ დადის“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები