ილია დარჩიაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ჰქონოდათ მშვიდ, უსაფრთხო გარემოში დიალოგის დაწყების შესაძლებლობა – ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით

ალბათ თავად ის ფაქტი, რომ ჩვენმა ქვეყანამ დღეს უმასპინძლა უმნიშვნელოვანეს, პირველ შეხვედრას მსგავს ფორმატში, ალბათ, თავისთავად ზრდის ჩვენი ქვეყნის როლს ამ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ლოგიკური გაგრძელებაა.

„ჩვენი შეთავაზება ჩვენი მეგობრებისადმი, რომ თბილისი ყოფილიყო მსგავსი მოლაპარაკებების ადგილი, იყო ყოველგვარი პირობების გარეშე. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ჰქონოდათ მშვიდ, უსაფრთხო გარემოში აღნიშნული დიალოგის დაწყების შესაძლებლობა. ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით და საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს, რადგან ჩატარდა ეს დიალოგი და იმედი გვაქვს, რომ მსგავსმა მოლაპარაკებებმა უნდა შექმნას ძლიერი საფუძველი, რომ მსგავსი მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდეს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები