ილია დარჩიაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზად არის ურყევად გააგრძელოს ის შეთავაზება, ის მზაობა ჩვენი მეზობლებისადმი, რომ მათ შეძლონ შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმოება

საქართველოში ჩამოსულ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს პირველ რიგში ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ორმხრივ ფორმატებში შეხვედრები. ამ შეხვედრებზე ჩვენ ერთი მხრივ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ის ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის, ხოლო მეორეს მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზად არის ურყევად გააგრძელოს ის შეთავაზება, ის მზაობა ჩვენი მეზობლებისადმი, რომ მათ შეძლონ შედეგზე ორიენტირებული დიალოგისა და მოლაპარაკებების წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემო სერიოზული გამოწვებების წინაშეა.

„ჩვენი რეგიონიც არ არის გამონაკლისი, რადგან ჩვენზე და ჩვენს მეზობლებზე პირდაპირ აისახება ეს გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნების მოწყვლადობა ძალიან მაღალია. ამიტომ ჩვენი საუბრების მთავარი ლაიტმოტივი იყო ის, რომ ჩვენი ერთობლივი, მჭიდრო კოორდინაციით, ერთობლივად უნდა შევძლოთ საერთო გამოწვევებთან გამკლავება და ჩვენს რეგიონში უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები