გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა
უბედური შემთხვევა გუდაურში – პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის დროს პარაპლანით ორი ადამიანი გადაადგილდებოდა.
მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა მოახერხეს, რომელიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.