ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ მცირედით გამყარდა, ევროს მიმართ კი მცირედით გაუფასურდა.

16 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.8504 ლარი ეღირება, ევრო – 2.8658 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3772 ლარი.

დღევანდელი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8559 ლარი ღირდა, ევრო – 2.8613 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3808 ლარი.

განახლებული კურსი ხვალიდან ამოქმედდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები