ვატო შაქარიშვილი: მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის შიგნიდან გამოტანილი ჩანაწერი და მიმართულების შეცვლა, ყურადღებისა და ისრების გადატანა სუსისკენ, თავშივე განწირული მცდელობაა
მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის შიგნიდან გამოტანილი ჩანაწერი და მიმართულების შეცვლა, ყურადღებისა და ისრების გადატანა სუსისკენ, თავშივე განწირული მცდელობაა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „აი ია“-ს თანადამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა..
მისი თქმით, მათ ამ არგუმენტს თავადვე ძალიან მალე გამოაცალეს საფუძველი.
„გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია 2021 წელს. თუ ის ამბობს, რომ ეს სუსის ჩანაწერია, მაშინ რატომ არ გამოაქვეყნა სუსმა ეს ჩანაწერი მაშინვე, როდესაც მოიპოვა? მათ თავისივე არგუმენტს მალევე გამოაცალეს საყრდენი, როდესაც თქვეს, რომ ეს არის 2021 წლის ჩანაწერი და შესაბამისად, შეუძლებელია 1 წლის განმავლობაში დაფარულიყო. მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ ეს არის შიგნიდან გამოტანილი, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და ცალ-ცალკე უწევდათ იმის მტკიცება, რომ თვითონ არ იყვნენ იმის ავტორები, რომ მათ გამოიტანეს ეს ჩანაწერი. მიმართულების შეცვლით, ისინი შეეცადნენ ამ ჩანაწერის შინაარსის მიჩქმალვას“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ სავარაუდოდ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტების საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.