შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია უნდა მოიქცეს სერიოზულად და არ იყოს კაპრიზებით საუბარი

ჩვენ არ ვვაჭრობთ საქართველოს ევროპული მომავლით – ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აყენებს, ვაჭრობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია სერიოზულად უნდა მოიქცეს და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესში ჩაერთოს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები და ბარიერი ერთ-ერთი დამატებითი წინაპირობაა, რომ ოპოზიცია პროცესში ჩაერთოს. ამიტომაც ვაცხადებთ უარს, ჩვენ არ ვვაჭრობთ საქართველოს ევროპული მომავლით. ევროკავშირი გვეუბნება, რომ არის 12 თემა, რომლითაც დღეს პრიორიტეტულად უნდა დაკავდეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აყენებს, ვაჭრობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება ამ 12 თემის შესრულებაში, თუკი მას სავაჭროდ მივცემთ, დავუთმობთ რაღაცას, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ამ შემთხვევაში 2%-იან ბარიერს. ვინაიდან, არ არის ეს 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, ოპოზიცია უნდა მოიქცეს სერიოზულად და კაპრიზებით არ იყოს საუბარი, რომ იმ შემთხვევაში იქნებიან საქართველოს ევროპული მომავლის მონაწილეები, თუკი მათი კაპრიზები და მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მოიქცნენ სერიოზულად და ჩაერთონ პროცესში!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები