თამარ ტალიაშვილმა მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ გამარჯვებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალში.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თამარ ტალიაშვილმა პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აქცენტი პროექტის შინაარსობრივ ღირებულებაზე გააკეთა. მისი შეფასებით მსგავსი პროექტები მოსწავლეს კრეატიული აზროვნების დახვეწასა და განვითარებაში ეხმარება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი მოსწავლეების თავისუფალი აზროვნების უნარების განვითარებაზე, ეს არის ის უნარები რომელიც ახალგაზრდებს გამოადგებათ ამ ახალ ეპოქაში, როდესაც კრეატიულობის, ინოვაციური მიდგომების მაქსიმალურად წარმოჩენა აუცილებელი იქნება პროფესიული და კარიერული ზრდის პირობებში“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ  წარმატებულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები