ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებულები – ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ბექა ლატარიას სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით დამნაშავედ ცნეს საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი – ბიძინა ხასია, რომელსაც 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ლევან რაჯავა, რომელსაც 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, 2021 წლის 18 ოქტომბერს ანასტასია შატალოვა თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. შატალოვას, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე 3 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა, ჯერ ჩაუსაფრდნენ და თავს მაშინ დაესხნენ, როცა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა.