გია ცაგარეიშვილი: როგორც ჩანს, ევროკომისიაში დაფიქრდნენ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ცივი გონებით განსაჯეს, რომ მოკლე ვადები პოლარიზაციის შემცირებას ხელს არ უწყობს

“როგორც ჩანს, ევროკომისიაში დაფიქრდნენ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ცივი გონებით განსაჯეს, რომ მოკლე ვადები ხელს არ უწყობს პოლარიზაციის შემცირებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დეკემბერში დღის წესრიგში ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი დადგება, რაც რთული პროცესია და ხანგრძლივი კონსულტაციები იქნება საჭირო.

„შემცირებულმა ვადებმა და ფორსმაჟორმა დაძაბა სიტუაცია და უფრო ხელი შეუწყო პოლარიზაციას საზოგადოებაში. როგორც ჩანს, ევროკომისიაში დაფიქრდნენ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ცივი გონებით განსაჯეს, რომ მოკლე ვადები ხელს არ უწყობს პოლარიზაციის შემცირებას. რაც არ უნდა გაუცხოვდნენ ამ პროცესისგან, ჩვენ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციათა იმ ნაწილთან ერთად, რომელმაც გადაწყვიტა ამ ნაწილში ჩართვა, საქმეს მაინც ბოლომდე მივიყვანთ. იქ რამდენიმე პუნქტი დარჩება შეუსრულებელი, თუ ისინი არ ჩაერთვებიან მუშაობაში. მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევა. სადღაც დეკემბერში ჩვენ გვიწევს ახალი სახალხო დამცველის არჩევა. ამას სჭირდება 90 ხმა. დღესდღეობით „ქართულ ოცნებას“ აქვს 81 მანდატი. ჩვენ გვჭირდება 9 კოლეგის ჩართულობა ამ პროცესში. აქ საუბარი არ არის მარტო ტექნიკურ მხარეზე. სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია. დარწმუნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით დაგვჭირდება ხანგრძლივი კონსულტაციები“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები