გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილის არანაირი დასანქცირება არ იგეგმება, რადგან არანაირი საფუძველი არ გააჩნია

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია და ასეთი სიხარული უახლოეს პერიოდში არც შორეულ და შუა პერიოდში თქვენ არ გექნებათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ინფორმაციას ისე აჟღერებს და ვითარებას იმ კუთხიდან ქმნის, როგორც თავად უნდა.

„ბიძინა ივანიშვილის არანაირი დასანქცირება არ იგეგმება, რადგან არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერმაკისა და მაკფოლის თანათავმჯდომარეობით ჯგუფი შეიქმნა, ამას ამერიკის კონგრესიდან განცხადებაც მოჰყვა, რომ ერმაკი შეიძლება საერთოდ „ეფესბეს“-ზე მუშაობს. არავის კითხვა არ დაჰბადებია იმაზე, რატომ თქვა ეს კონგრესმენმა, რომელიც კონგრესში უკრაინის საკითხების სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს? რადიკალურ ოპოზიციას როგორც უხარია, ინფორმაციას ისე აჟღერებს და ვითარებას იმ კუთხიდან ქმნის, თავად როგორც ქმნის მოთხრობებს. შემდეგ ამ მოთხრობებზე კითხვებსაც იგონებს და პასუხებსაც თავად სცემს. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია და ასეთი სიხარული უახლოეს პერიოდში, არც შორეულ და შუა პერიოდში თქვენ არ გექნებათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები