ლაგოდეხის მერი კოლეჯ „აისის” ღია კარის დღეს დაესწრო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი კოლეჯ „აისის” მიერ გამართულ ღია კარის დღეს დაესწრო.

ღონისძიებაზე გამოფენის სახით წარმოდგენილი იქნა ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა დაუფლება კოლეჯშია შესაძლებელი.

„მუნიციპალიტეტში არსებული საგანმანათლებლო ბაზა, აბიტურიენტებს, სხვადასხვა პროფესიის დაუფლების საშუალებას აძლევს. ღია კარის დღე, ახალგაზრდების ინფორმირებისა და მათი მოტივაციის გაზრდის მიზნით მოეწყო. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული განათლება, ინოვაციური მიდგომებით, ხელს შეუწყობს, მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, ტურიზმის, ხელოვნების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სხვა მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებას”, – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები