მეუფე იაკობი: ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა

“ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა – ჩემი გადასახედიდან, უკრაინის გარდა არავის მიღება უნდოდათ, ჩვენთან უბრალოდ ეგ თემა პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის გამოიყენეს ბოლომდე ჩვენებმა თუ იმათმა”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

“ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა. ევროპარლამენტზე ვამბობ და ევროპარლამენტიდან წავიდა ეს ყველაფერი მერე რაც წავიდა. ევროპა რომ მართალი იყოს ჩვენთან მიმართებით, ახლა როცა უარს ამბობენ საპარლამენტო დებატებზე, გამოვიდოდა ის 308 ღრმადპატივცემული პარლამენტარი და იქიდან 10, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, რომ იქნებ დასხდეთ ერთად და ისე მიხედოთ, დავაწყნაროთ სიტუაცია. ჩემი გადასახედიდან, უკრაინის გარდა არავის მიღება უნდოდათ, ჩვენთან უბრალოდ ეგ თემა პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის გამოიყენეს ბოლომდე ჩვენებმა თუ იმათმა”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები