გურამ მაჭარაშვილი: კარგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე აკანკალებს
“კარგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას აკანკალებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებს, ოპოზიციას მისი პოლიტიკური შიში აქვს.
“ქვეყნისთვის ახლა ყოველი დღე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა დავკავდეთ არა იმით, დაწესდება თუ არა ივანიშვილის მიმართ სანქციები და არ დაწესდება, მინდა გითხრათ, ან იმით კი არ უნდა დაკავდეთ, პოლიტიკაში მოვა თუ არ მოვა, არამედ იმით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ამოცანა, გეგმა, 12 რეკომენდაცია და ყველა მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. ყველა უნდა ვიდგეთ იმის სადარაჯოზე, რა ნაბიჯები იდგმევა ყოველ დღე ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. ეს კარგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას აკანკალებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე. დღეს ადამიანი საჯარო განცხადებებს არ აკეთებს, არ ეკარება პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკური შიში არის სახეზე, მაინც აქვთ ამ ადამიანის პოლიტიკური შიში”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.