უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კანადის გადაწყვეტილება გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ სახიფათო გამონაკლისია.
„ახლა ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი შეეცდება არა მხოლოდ მაქსიმალურად შეზღუდოს, არამედ მთლიანად შეაჩეროს გაზის მიწოდება ევროპისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ, ეს პროვოცირებულია.
ასეთ პირობებში ყოველი დათმობა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის აღიქმება, როგორც შემდგომი, უფრო ძლიერი ზეწოლის სტიმული. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების გადახედვა ტურბინის შესახებ, რაც ბევრ პრობლემას იწვევს. რუსეთს არასდროს უთამაშია წესებით ენერგეტიკულ სექტორში და არც ახლა ითამაშებს, თუ ძალას ვერ დაინახავს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.