კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: ბევრ „რესპუბლიკელ“ და „დემოკრატ“ კონგრესმენს აინტერესებს, როგორ იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სახსრები

UNITED STATES - MARCH 1: Rep. Victoria Spartz, R-Ind., a Ukrainian-born American, spoke out against the Russian invasion during a news conference in Rayburn Building on Tuesday, March 1, 2022. The House Republican event was held to speak out against some of the President Bidens policies ahead of the State of the Union Address. (Tom Williams/CQ-Roll Call, Inc via Getty Images)

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ვიქტორია სპარცი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო მისი წინადადება ამერიკის მიერ გაწეული დახმარების კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინა რუსეთთან ომისთვის იღებს.

ამის შესახებ სპარცმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„პრობლემა არ არის ერმაკი [უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი]. თქვენს ქვეყანაში არის პრობლემები, რომლებიც არ წყდება. როდესაც მე ვკითხულობ, რატომ არ წყდება ეს პრობლემები, ჩვენი ხალხი მეუბნება, რომ ეს ერმაკის გამოა. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეს საკითხი“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

ვიქტორია სპარცის თქმით, მას და ბევრ „რესპუბლიკელ“ და „დემოკრატ“ კონგრესმენს აინტერესებს, როგორ იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სახსრები.

„ამ ეტაპზე ამის შემოწმების სისტემა არ არსებობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რასაც გაძლევთ, დაიხარჯოს იქ, სადაც საჭიროა და თქვენმა სამხედროებმა ის მიიღონ. არ გავახმაურებ დეტალებს, თუ ამას ვიტყვი, რუსეთი ისეთ პროპაგანდას დაიწყებს, რომ თქვენ პრობლემები შეგექმნებათ“, – განაცხადა სპარცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები