ანჯეი დუდა მოუწოდებს უკრაინას, აღიაროს „სამარცხვინო სიმართლე“, თუ როგორ დახოცეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა 100 000-ზე მეტი პოლონელი მეორე მსოფლიო ომის დროს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოუწოდებს უკრაინას, აღიაროს „სამარცხვინო სიმართლე“ იმის შესახებ, თუ როგორ დახოცეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა 100 000-ზე მეტი პოლონელი მეორე მსოფლიო ომის დროს.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

როგორც  დუდამ ვარშავაში გამართულ ცერემონიაზე აღნიშნა, 1944-1945 წლებში აღმოსავლეთ გალიციაში ომის დროს მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შესახებ სიმართლე მყარად და მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს, რისთვისაც კიევს მოუწოდა, აღიაროს პოლონელების ეთნიკური წმენდა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ.

„ეს არ არის შურისძიება. ამაზე უკეთესი მტკიცებულება არ არსებობს, ვიდრე ის დრო, რომელიც ახლა გვაქვს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის რუსეთის წინააღმდეგ ამჟამინდელ თანამშრომლობაზე.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი უკრაინელებისთვის რთულია.

„ისინი, ვისაც მკვლელებად ვიცნობდით, ასევე იყვნენ გმირები უკრაინისთვის. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მტერთან ერთად. ისინი ხშირად იღუპებოდნენ საბჭოთა კავშირის ხელში. ღრმა რწმენით იბრძოდნენ დამოუკიდებელი, თავისუფალი უკრაინისთვის“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები