Reuters: ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროსა და დოლარის კურსი გათანაბრდა

დღეს, ბოლო 20 წელიწადში პირველად, დოლარისა და ევროს კურსი გათანაბრდა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, ევრო, აშშ დოლართან მიმართებით, 1,29%-ით დაეცა და მისმა ღირებულებამ 1,0056 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2002 წლის დეკემბრის შემდეგ.

რაც შეეხება დოლარს, მისი ღირებულება 1%-ით გაიზარდა და 108,19 შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2002 წლის ოქტომბრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები