მიხეილ სარჯველაძე – ყაველაშვილის განცხადებაზე: ელჩის მხრიდან შეფასებული იქნა, როგორც კონფრონტაციისკენ მიმავალი წერილი და არასწორი იყო

ელჩის მხრიდან შეფასებული იქნა როგორც კონფრონტაციისკენ მიმავალი წერილი და არასწორი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ საქართველოში ამერიკის ელჩისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყაველაშვილის წერილზე კელი დეგნანის პასუხი არანაკლებად კონფრონტაციული იყო.

„ეს [წერილი] ელჩის მხრიდან შეფასებული იქნა როგორც კონფრონტაციისკენ მიმავალი წერილი და არასწორი იყო. პასუხიც იყო არანაკლებად კონფრონტაციული, შესაბამისად, ამან გამოიწვია ურთიერთობაში გარკვეული ესკალაცია. ამას ობიექტური საფუძველი არ გააჩნდა. არ იყო ამის არც საჭიროება, არც ლოგიკურია და ჩემი აზრით, უბრალოდ ასცდნენ ტექსტები ერთმანეთს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები