ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და გაწეული საქმისთვის მათ მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი სპეცტანსაცმელი გადაეცათ.

“ეს ადამიანები საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ზრუნავენ ქალაქის დასუფთავებასა თუ გამწვანებაზე. მადლობა მინდა, გადავუხადო მათ ამ საქმისთვის”, – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები