თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე, იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი და კლინიკა, სადაც სააკაშვილი იმყოფება, სრულად მართავენ სიტუაციას
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი და კლინიკა „ვივამედი“ სიტუაციას სრულად მართავენ.
„ამ ეტაპზე, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად მართავს, ასევე, კლინიკა, სადაც პაციენტი იმყოფება. კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ქვეყანაში შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობა გასცა, როდესაც ამის მოთხოვნა იყო, ახლა ამაზე მოთხოვნა არ შემოსულა“, – აცხადებს თამარ გაბუნია.