მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ

“ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა ევროპარლამენტის წევრებთან ვისაუბროთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და იმ საკითხებზე, რომელიც დგას ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ პრაღაში ვიზიტის დროს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა ევროპარლამენტის წევრებთან ვისაუბროთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და იმ საკითხებზე, რომელიც დგას ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში. ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება და წინადადება იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ მუშაობა კონკრეტულად იმ საკითხებზე, რაც რეკომენდაციებშია. გაწერილია კონკრეტული გეგმა და მოლოდინი გვაქვს, რომ სამ საკითხებზე მუშაობაში ჩაერთვებიან ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი. თუმცა, სამწუხაროა ასევე ის, რომ ჩვენ ამ მზაობას მათი მხრიდან ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ და კვლავ ხდება გამოყენება ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების ძალიან ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია. საგარეო საქმეთა კომიტეტის ფარგლებში კვლავ განიხილება საქართველოს საკითხზე ანგარიში. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ. რა თქმა უნდა, მოხდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების ასახვა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან გვქონდეს სწორედ ამ საკითხებზე დიალოგი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები