ნინო წილოსანი: პოლარიზაცია საფუძველს ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლების მხრიდან იღებს

“პოლარიზაციის წყარო და საფუძველი არ არის მმართველი გუნდი. პოლარიზაცია საფუძველს იღებს ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლების მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება პოლარიზაციის შესამცირებლად ყველაფერს აკეთებს.

“პოლარიზაციის წყარო და საფუძველი არ არის მმართველი გუნდი. პოლარიზაცია საფუძველს იღებს ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლების მხრიდან და როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ჩვენ მზად ვართ, მორატორიუმის რეჟიმი იქნება ეს თუ გარკვეული პერიოდი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპულ გზაზე, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დაცული იყოს დეპოლარიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა. სამწუხაროდ, ამ შემოთავაზებაში არ გვეთანხმებიან ოპოზიციის რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, თუმცა, იმედი მაქვს, რომ მათთვის 6 თვის ვადა საკმარისი დრო იქნება, რომ გონს მოეგონ”,- განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები