ირაკლი ბერაია ბუქარესტში ტიტუს კორლაცეანს შეხვდა

ბუქარესტში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ტიტუს კორლაცეანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

რუმინელი სენატორის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლნანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოსა და რუმინეთს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და გაძლიერება, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

ქართული მხრიდან შეხვდერას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები