ბაიდენი: CIA-ს მეშვეობით ჩვენ გავაფრთხილეთ მსოფლიო უკრაინაში პუტინის გეგმების შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლებს იმისთვის, რომ მათ გააფრთხილეს მსოფლიო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გეგმების შესახებ უკრაინასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
„ზუსტად ჩვენი დაზვერვის პროფესიონალების წარმოუდგენელი მუშაობის წყალობით ჩვენ შევძელით მსოფლიოს გაფრთხილება უკრაინაში ვლადიმერ პუტინის გეგმების შესახებ“, – თქვა მან.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, CIA-ს მიერ შეგროვებულმა ინფორმაციამ ამხილა პუტინის გეგმები და ვაშინგტონს საშუალება მისცა გაეფრთხილებინა სხვა ქვეყნები ომის შესახებ.
„პუტინის თამაშების გამხელამ გიგანტური ხვრელი გაჭრა მანიპულაციაში და მისი ტყუილის დისკრედიტირება მოახდინა იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებდით უკრაინაში“, – აცხადებს ბაიდენი.