ირაკლი ღარიბაშვილი: ავსტრიასა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობების გაძლიერება დიდ წვლილს შეიტანს და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს
ავსტრიასა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობების გაძლიერება დიდ წვლილს შეიტანს და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს და საპარლამენტო ჯგუფების მუშაობას და თანამშრომლობას, – ამის შესახებ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ვოლფგანგ სობოტკასთან შეხვედრის შემდეგ წერს.
“ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ვოლფგანგ სობოტკასთან. ავსტრიასა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობების გაძლიერება დიდ წვლილს შეიტანს და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს და საპარლამენტო ჯგუფების მუშაობას და თანამშრომლობას”, – წერს პრემიერმინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.
Great talks w/ 🇦🇹 @OeParl's National Council President, Mr. Wolfgang Sobotka. The enhancement of co-op & relations between 🇦🇹 & 🇬🇪 Governments will extensively contribute to & support the work & close collaboration between the 🇦🇹 & 🇬🇪 Parliaments & Parliamentary groups. pic.twitter.com/pFcbYyYbzT
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) July 8, 2022