ირაკლი კობახიძე: სადმე თუ არის ოლიგარქიზაცია, ეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია – ესენი არიან: სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე

სადმე თუ არის ოლიგარქიზაცია, ეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მსჯელობა იქნება და, საჭიროებისამებრ, შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება.

“ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა, პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს. ესენი არიან: სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. სადმე თუ არის ოლიგარქიზაცია, ეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა გვექნება, მათ შორის, შესაბამის კანონპროექტზე და, საჭიროებისამებრ, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები