“სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა” – გაიდაი
ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, – დაწერა ”ტელეგრამში” ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ.
მისი ინფორმაციით, ქალაქში არ არის ცენტრალიზებული წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ელექტროენერგია.
“თებერვლის ბოლოდან ოკუპანტები ბომბავდნენ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ისინი თითქმის მთლიანად არის განადგურებული. ვერაფრის შეკეთებას ვერ შეძლებენ, რადგან ასეთი მოცულობის აღდგენას მშვიდობის დროსაც 1- 1,5 წელიწადი დასჭირდება”, – წერს ჩინოვნიკი.
გაიდაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქის საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებითაც დიდი პრობლემაა.
„გამწმენდი ნაგებობები არ მუშაობს, ისევე – როგორც სატუმბი სადგურები. გროვდება დრენაჟი. ამას დაუმატეთ ჰაერის ტემპერატურა, ასევე, დაღუპულთა ცხედრების ხრწნის სუნი, რადგან მათი ნაწილი ეზოებშია დამარხული, დიდი ნაწილი ისევ სადარბაზოებსა და ბინებში რჩება. სევეროდნეცკს ჰუმანიტარული კატასტროფა ელოდება”, – დაწერა სერგეი გაიდაიმ.