G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლავროვთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს

ინდონეზიაში, ბალიში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო გაიხსნა.

იაპონური სააგენტოს – Kyodo-ს ინფორმაციით, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტრადიციული ჯგუფური ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და სხვა დასავლელი დიპლომატები რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთობლივი ფოტოს გადაღების არიდებას ცდილობდნენ.

ასევე, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რეტნო მარსუდიმ განაცხადა, რომ 7 ივლისს G7-ის ქვეყნების წარმომადგენლებმა ლავროვის ყოფნის გამო მისასალმებელ ვახშამში მონაწილეობაზე თქვეს უარი.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ როდესაც სერგეი ლავროვი ინდონეზიელ კოლეგასთან პოზირებდა ფოტოკამერების წინ, დარბაზში გაისმა შეძახილი: “როდის შეაჩერებთ ომს?!” და „რატომ არ წყვეტთ ომს?!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები