„რასმუსენის განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ოკუპაციას“

  პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტი გააღვივა. აბაშიძის შეფასებით, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ აგრესიას და ოკუპაციას.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დონის ფიგურა კიდევ ერთხელ აფასებს იმ კონფლიქტებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის მოხდა. ასევე, აფასებს რეგიონის სხვა კონფლიქტებს. ვფიქრობ, რასმუსენის შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას და ოკუპაციას, ასევე იმას, რაც ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტების გაღვივებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან „ფაინეშელ თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა. რასმუსენის თქმით, საბჭოთა კავშირის შემდეგ ალიანსი ცდილობდა კარგი ურთიერთობები დაემყარებინა მოსკოვთან. ამ ყველაფერზე რუსეთის პასუხი კი კანონების უგელებელყოფა, კონფლიქტების გაღვივება მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში და სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები