გურამ მაჭარაშვილი – მოძრაობაზე “შინ ევროპისკენ”: აქციებზე შედეგს ვერ მიაღწია, ახლა უნდა, რომ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს

ე.წ. არასამთავრობო სექტორმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, ჯერ ევროპაში შესვლას დაჰპირდნენ და მერე უთხრეს – დაგვეხმარეთ, ხელისუფლებაში მოვიდეთო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მოძრაობაზე “შინ ევროპისკენ” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოძრაობამ აქციებზე “შედეგს ვერ მიაღწია, ახლა, როგორც ჩანს, უნდა, რომ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს”.

“ე.წ. „შინ ევროპისკენ“ საზოგადოებრივი მოძრაობა აქციებზე მივიდა და შედეგს ვერ მიაღწია, ახლა, როგორც ჩანს, უნდა, რომ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს. თუ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდება გადაირქმევს სახელს და „შინ ევროპისკენ“ ნაცვლად „შინ ხელისუფლებისკენ“ დაირქმევს.

ე.წ. არასამთავრობო სექტორს, რომელიც აანონსებდა აქციებს, ჰქონდა პოლიტიკური მიზნები. ახლა გამოაშკარავდა, რომ არა მხოლოდ მიზნები აქვთ პოლიტიკური და განცხადებები, არამედ ზოგიერთი მათგანი აპირებს, რომ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს. საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, ევროპაში შესვლას დაჰპირდნენ და მერე უთხრეს – დაგვეხმარეთ, ხელისუფლებაში მოვიდეთო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები