ბობოყვათის თემის რწმუნებული დიდი ოდენობით ფულადი თანხების დაუფლების ფაქტზე დააკავეს

  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების დაუფლების, სამსახურეობრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული იაშა მახარაძე, მოქალაქეები ბადრი ბასილაძე, როლანდ ბასილაძე და სულეიმან კონცელიძე დააკავეს.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბადრი ბასილაძემ განიზრახა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწების სანაცვლოდ, მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება. გეგმის სისრულეში მოსაყვანად დაუკავშირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილ რწმუნებულს, იაშა მახარაძეს, მოქალაქეებს სულეიმან კონცელიძეს და როლანდ ბასილაძეს, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს ყალბი მონაცემების შეიტანა სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, თითქოსდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბობოყვათისა და ციხისძირის ტერიტორიაზე ფლობდნენ და სარგებლობდნენ 17 195 კვ/მ მიწის ნაკვეთით, რის გამოც, კომპენსაციის სანაცვლოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღეს 258 858 ლარი“- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები