ირაკლი კობახიძე: რისთვის შეიძლება, სჭირდებოდეთ პოლიტიკურ პროცესში ბიძინა ივანიშვილის შემოყვანა მისი ნების წინააღმდეგ, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს

“რისთვის შეიძლება, სჭირდებოდეთ   პოლიტიკურ პროცესში ბიძინა ივანიშვილის შემოყვანა მისი ნების წინააღმდეგ, არ ვიცი, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერმინისტრის მონაწილეობით პარტიაში დღეს სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც სხვადასხვა თემა განიხილეს.

„მიმდინარე, მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ. მათ შორის, რაც უკავშირდება პარტიის საქმიანობას და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებს. ამ თემას ჩვენ არ შევხებივართ. ამასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გაავრცელა დღეს განცხადება, იხილავდით. ადვოკატი აცხადებს, რომ დე ფაქტო სანქციები, არაფორმალური სანქციები დიდი ხანია, მოქმედებს. ესაა პოზიცია, რომელიც წარმოდგენილია და აშკარად, ბუნებრივია, ლოგიკა არის ამ განცხადებაში. რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ვიღაცებს ამ არაფორმალური სანქციების დაწესება, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ანუ რისთვის შეიძლება, სჭირდებოდეთ  პოლიტიკურ პროცესში ბიძინა ივანიშვილის  შემოყვანა მისი ნების წინააღმდეგ, არ ვიცი, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს, მე ამ თემაში არ შევალ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები