ნინო ფოჩხუა: Credit Suisse აშკარად ანგრევს თავისი ქვეყნის მრავალწლიან საბანკო ავტორიტეტს, არ გამოვა ეგ ამბავი; მადლიერი ერი გვერდში დაუდგება იმ ადამიანს, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე უანგაროდ ემსახურება თავის ქვეყანას

“Credit Suisse აშკარად ანგრევს თავისი ქვეყნის მრავალწლიან საბანკო ავტორიტეტს, ამას ის დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდა, მის უკან ალბათ დაინტერესებული ჯგუფი დგას, რომელსაც თავისი მერკანტილური ინტერესი აქვს,’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომელიც Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ წერს.

როგორც ფოჩხუა წერს, ამ ქეისსაც მოიგებს ივანიშვილი, როგორც აქამდე იგებდა ყველა საქმეს და ნურც მის შეშინებას ეცდებიან.

“Credit Suisse აშკარად ანგრევს თავისი ქვეყნის მრავალწლიან საბანკო ავტორიტეტს, ამას ის დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდა, მის უკან ალბათ დაინტერესებული ჯგუფი დგას, რომელსაც თავისი მერკანტილური ინტერესი აქვს.
პირველად მესმის, ბანკის ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს არა დამტკიცებულ სანქციებზე, არამედ, იმ ბოლოში ჩამატებულ რეკომენდაციაზე, რაც ევროპარლამენტმა შეადგინა.
ამ ქეისსაც მოიგებს ივანიშვილი, როგორც აქამდე იგებდა ყველა საქმეს და ნურც მის შეშინებას ეცდებიან.
რა იყო, გაეწელათ ომი, ვერ ანგრევენ რუსეთს ვერც სანქციებით და ვერც დოზირებულად მიწოდებული იარაღით და ივანიშვილზე, ანუ საქართველოზე აპირებენ ზეწოლას?
რა უნდათ, გააჩერონ ყველა საშვილიშვილო პროექტი – რაც აშენდა, დაინგრეს, დაიხოცოს ისედაც განახევრებული საქართველო, კიდევ მეტი დევნილი შეემატოს დევნილთა რიგებს?
არ გამოვა ეგ ამბავი. მადლიერი ერი გვერდში დაუდგება იმ ადამიანს, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე უანგაროდ ემსახურება თავის ქვეყანას და ხალხს,’’ – წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები