რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია დღეს საქართველოს ევროპულ არჩევანს უპირისპირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია საქართველოს ევროპულ არჩევანს უპირისპირდება.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველთან თავი შეირცხვინა.

„ცალსახაა, რომ რადიკალური ოპოზიცია დღეს უპირისპირდება საქართველოს ევროპულ არჩევანს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მეტიც, საკუთარ ამომრჩეველსაც კი, ვისთანაც საოცრად შეირცხვინა თავი. როგორც ჩანს, ამ ადამიანების ამოცანა არის ზუსტად ის, რომ რამენაირად შეუშალონ ხელი კანდიდატის სტატუსის მიღებას და სწორედ ამიტომ არ ერთვებიან არცერთ პროცესში. თუმცა, არც არეულობის შექმნის რაიმე რესურსი აქვთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები