ირაკლი ბერაია რუმინეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლაე ჩიუკას შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა რუმინეთის პრემიერმინისტრთან, ნიკოლაე ჩიუკასთან.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, აღნიშნულის გავლენა შავი ზღვის რეგიონის და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების და გაღრმავების მნიშვნელობა. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – დავით ზილფიმიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში – ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები