უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის განცხადება აშშ-ის მიერ მიწოდებული 2 სარაკეტო სისტემის განადგურების შესახებ, მცდარია

EASTERN UKRAINE , UKRAINE - JULY 1: Kuzia, the commander of the unit, shows the rockets on HIMARS vehicle in Eastern Ukraine on July 1, 2022. (Photo by Anastasia Vlasova for The Washington Post via Getty Images)

უკრაინამ რუსეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ მან გაანადგურა აშშ-ის მიერ მიწოდებული მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა გაანადგურა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

„რუსი პროპაგანდისტები აქტიურად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ამერიკული HIMARS საარტილერიო სისტემის სავარაუდო განადგურების შესახებ. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს მესიჯი არ შეესაბამება რეალობას და სხვა არაფერია, თუ არა ყალბი“, – ნათქვამია უკრაინის გაერთიანებული ძალების სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში საჰაერო თავდასხმის დროს, მათ HIMARS მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები