ევროკომისია ამზადებს საკანონმდებლო ბაზას, რათა გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდეს

ევროკომისია ამზადებს საკანონმდებლო ბაზას, რათა გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენისთვის იქნეს გამოყენებული, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთის აქტივები და, ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები გამოყენებული იქნეს უკრაინის აღდგენისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის აღდგენის შესახებ ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ძალიან წარმატებული უწოდა, რადგან მან შეძლო მრავალი ინიციატივის გაერთიანება და მათი ძირითადი პრინციპების განხორციელებაზე ფოკუსირება.

„რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს მართვის სისტემა, რომელიც იქნება კომპეტენტური, ანგარიშვალდებული, სანდო ყველა ინიციატივისთვის, რომელიც მიიღებს დაფინანსებას და უკრაინის აღსადგენად გააერთიანებს ინვესტიციებს რეფორმებთან“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები