დონალდ ტრამპი: ომი ევროპაში, მაღალი ინფლაცია, ენერგორესურსებზე მაღალი ფასები – ეს საშინელი მოვლენები არ მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.
როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, ამერიკისთვის ახლა სიტუაცია კარგად არ გამოიყურება, თუმცა შეერთებული შტატები კვლავ დიდებული გახდება.
„ვიცი, რომ ახლა სიტუაცია კარგად არ გამოიყურება ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპაში დიდი ომი მძვინვარებს, ყველაზე მაღალი ინფლაცია, ისტორიაში საფონდო ბირჟების ყველაზე ცუდი 6-თვიანი სტარტი, ენერგორესურსებზე ყველაზე მაღალი ფასები, რაც კი ოდესმე ყოფილა. გილოცავთ 4 ივლისს! არ ინერვიულოთ, ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით და გახსოვდეთ, ეს საშინელი მოვლენები არ მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.