დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ჯავიდმა აღნიშნა, მან დაკარგა ნდობა ბორის ჯონსონის უნარის მიმართ, რომ სკანდალების სერიის შემდეგ, ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ემართა.

„მას აღარ შეეძლო კეთილსინდისიერად გაგრძელება. მწუხარებით მიწევს იმის თქმა, რომ ჩემთვის ნათელია, ეს სიტუაცია არ შეიცვლება თქვენი ხელმძღვანელობით და თქვენ დაკარგეთ ჩემი ნდობა“, – განაცხადა საჯიდ ჯავიდმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები