დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე საბერძნეთის სასამართლო დღეს იმსჯელებს
საბერძნეთის სასამართლო კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირების საკითხზე მსჯელობას დღეს განაგრძობს.
პირველი სასამართლო სხდომა დღის განმავლობაში გაიმართება.
ჯერ უცნობია, დასრულდება თუ არა დღესვე ექსტრადირების საკითხის განხილვა.
კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია მიმდინარე წლის აპრილში საბერძნეთში დააკავეს. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს.
საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.