გოგა ხაინდრავა: ყველაზე მეტად და უკეთესად ქართული სული და ნიჭი სპორტში ვლინდება, მადლობა, ჩვენო ძმებო!

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის დამარცხებას კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ყველაზე მეტად და უკეთესად ქართული სული და ნიჭი სპორტში ვლინდება, ამ მუხანათ დროსა და სამყაროში. ქართულ ჯარშიც, რა თქმა უნდა, თუმცა, იქ თავდადებას და ვაჟკაცობას ხშირად დარდი მოაქვს… სპორტში კი – დიდი სიხარული! ასე იყო გუშინაც! მადლობა! ჩვენო ძმებო და შვილებო!”, – წერს გოგა ხაინდრავა twitter -ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები