გურამ მაჭარაშვილი: ჩემი აზრით, აქციის სახელი უნდა შეცვალონ და „შინ ევროპისკენ“ ნაცვლად, დააწერონ -„არა ევროპისკენ”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ აქციებს სახელი უნდა შეუცვალოს და, „შინ ევროპისკენ“ ნაცვლად, „არა ევროპისკენ” დაარქვას.
მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები – მთავრობის გადადგომა, წალეკვა, დესტრუქციული აქციები, აბსოლუტურად არაევროპულია.
“ჩემი აზრით, ეს სახელი უნდა შეცვალონ და „შინ ევროპისკენ“ ნაცვლად, დააწერონ -„არა ევროპისკენ”. იმიტომ, რომ მათი მოწოდებები – მთავრობის გადადგომა, წალეკვა, დესტრუქციული აქციები, აბსოლუტურად არაევროპულია. ევროპა მოგვიწოდებს სიმშვიდისკენ და ერთიანობისკენ, ოპოზიცია საზოგადოებას მოუწოდებს განცალკევებისკენ, დაპირისპირებისკენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.