ირაკლი ზარქუა – დღეს დაგეგმილ აქციაზე: ეს არის ხელმოცარული “ნაცმოძრაობის” მცდელობა, რომ საზოგადოება აიყოლიოს და ჩაითრიოს დაძაბულობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა დღეისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

“ეს არის ხელმოცარული “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა ნომერი სამი, რომ საზოგადოება აიყოლიოს და ჩაითრიოს აი ამ დაძაბულობაში და ქაოსში. რის შედეგადაც მათი ჭკუით ჩამოაგდებენ მთავრობას, შეიქმნება ტექნიკური მთავრობა და შემდეგ იბერია გაბრწყინდება – ზღაპრები და სისულელეები. რეალურად ამოცანა და მიზანი ის არის, რომ დღეს, ორგანიზატორები ვინც არიან ამ აქციის, ყველა არის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო ქმედებაში”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია – “შინ ევროპისკენ” დღეს,  20:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები